დაბრუნდით უკან

რა არის SEPA & SEPA Instant გადარიცხვა?

#
თქვენ ალბათ ადრეც გსმენიათ SEPA გადარიცხვების შესახებ, მაგრამ როგორ მუშაობს იგი? როგორ გავხსნათ Paysera-ში ევროპული SEPA ანგარიში და რატომ ღირს ეს ამად? განაგრძეთ კითხვა და გაიგეთ უფრო მეტი!

SEPA გადარიცხვის მნიშვნელობა

SEPA ნიშნავს ერთიან ევრო გადახდების არეალის. რაც გულისხმობს, რომ პირს, რომელიც ფლობს SEPA ანგარიშს, შეუძლია გადარიცხოს ევრო ევროპის ეკონომიკურ არეალში (EEA)

მხოლოდ ევროს ხსენება შესაძლოა ჟღერდეს ისე თითქოს SEPA მხოლოდ ევროკავშირშია აქტიური, თუმცა არ მოტყუვდეთ-არსებობენ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნები, რომლებიც არიან ინიციატივის ნაწილნი, ევროპის ქვეყნებთან ერთად, რომლებსაც განსხვავებული ვალუტა აქვთ.

SEPA გადარიცხვის დანიშნულება მარტივია- ევროპაში სწრაფი, უსაფრთხო და უფრო ეფექტური გადარიცხვების შესრულება არა მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის, არამედ იურიდიული პირებისთვისაც.

ფაქტია, რომ ევროპაში SEPA საერთაშორისო გადარიცხვებს იმდენად ამარტივებს, როგორც შიდა, ყველა წევრი ქვეყნისთვის ერთნაირი სტანდარტების დაწესებით და იმ განსხვავებების აღმოფხვრით, რომლებიც დაბრკოლებებს ქმნიან საერთაშორისო გადარიცხვების შესრულებისას.

SEPA გადარიცხვის სქემები

არსებობს SEPA გადარიცხვის ირი ტიპის სქემა- SEPA საკრედიტო გადარიცხვა და SEPA სადებეტო გადარიცხვა . მათ შორის ძირითადი განსხვავება არის ის, რომ SEPA საკრედიტო გადარიცხვა არის ერთჯერადი გადახდა, ხოლო SEPA სადებეტო გადარიცხვა განმეორებადი ტიპია.

SEPA საკრედიტო გადარიცხვის (SCT) მაგალითი

მაგალითად, თქვენ გეგმავთ საცხოვრებელი ადგილის შეცვლას ევროპაში და გჭირდებათ დეპოზიტის გადარიცხვა თქვენი ახალი ბინისთვის. ამის გაკეთება ძალიან მარტივად შეგიძლიათ SEPA საკრედიტო გადარიცხვის სქემის გამოყენებით, ხოლო თქვენი ახალი ბინის მფლობელი დეპოზიტს მიიღებს 1 სამუშაო დღის განმავლობაში.

მსგავსი პრინციპი მოქმედებს ბიზნესზეც, რომელიც გაყიდვებს ასრულებს SEPA ქვეყნებში, ისევე როგორც მათ მომხმარებლებზე, რომელთათვისაც პროდუქტებისა და მომსახურების გაყიდვა და შეკვეთა ხდება გაცილებით მარტივი.

#

SEPA სადებეტო გადარიცხვის (SDD) მაგალითი

უკვე გავიგეთ, რომ SEPA საკრედიტო გადარიცხვა ასრულებს ერთჯერად შესყიდვებს. მეორე მხრივ, SEPA Direct Debit არის წინასწარ ავტორიზებული ავტომატური გადახდის მეთოდი.

იხილეთ რამდენიმე მარტივი მაგალითი.

ჩვენ ყველას გვაქვს გადასახადები, რომლებსაც ყოველ თვე ვიხდით. მოდით ვაღიაროთ - ყოველთვიურად ფიქსირებული ოდენობის გადასახადების გადახდა შემაწუხებელია. სწორედ ამისთვის გვაქვს SEPA სადებეტო გადარიცხვის სქემა, რომელიც თანხას თქვენს მაგივრად რიცხავს პირდაპირ თქვენი ანგარიშიდან, სულ მარტივად!

SEPA ქვეყნები 2022

2022 წლისთვის SEPA მოიცავს 36 ქვეყანას - ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა, 3 ევროპის ეკონომიკური არალის ქვეყანა (ნორვეგია, ლიხტენშტეინი, ისლანდია), ისევე როგორც მონაკო, შვეიცარია და გაერთიანებული სამეფო.

#

რას არის SEPA Instant და რით განსხვავდება ის SEPA-სგან?

თუ ფიქრობთ, რომ რეგულარული SEPA გადარიცხვები სწრაფია, ჩვენ თქვენთვის ახალი ამბავი გვაქვს!

მაშინ როცა SEPA გადარიცხვების შესრულებას 2 სამუშაო დღე სჭირდება მიმღების ანგარიშზე თანხის ასახვისთვის, SEPA Instant-ისთვის საკმარისია რამდენიმე წუთი .

და უფრო მეტი!

განსხვავებით SEPA გადარიცხვებისგან, SEPA Instant გადარიცხვები სრულდება უქმე დღეებშიც, წლის ნებისმიერ დროს.

გახსოვდეთ, რომ SEPA Instant გადაირცვების შესრულება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ ორივე მხარის ბანკი ( გამგზავნის და მიმღების) დაკავშირებულია SEPA Instant სისტემასთან .

რატომ უნდა გახსნათ ევროპული SEPA ანგარიში?

არსებობს მრავალი მიზეზი, თუ რატომ უნდა შექმნათ ევროპული SEPA ანგარიში, რომელიც დამოკიდებულია თქვენს მიზნებზე.

ევროპაში მუშაობის ან მოგზაურობისას არ მოგიწევთ თან ნაღდი ფულის ტარება, არა მხოლოდ იმიტომ, რომ უნაღდო ანგარიშსწორება პოპულარულია ევროპაში, არამედ იმიტომ, რომ თქვენ არ შეგექმნებათ არანაირი წინაღობა:

  • საბანკო ბარათის გამოყენებისას
  • ისარგებლებთ თანხის განაღდების დაბალი საკომისიოთი
  • შეასრულებთ სწრაფ გადარიცხვებს ევროპაში

კრიტერიუმები SEPA გადარიცხვების შესასრულებლად

SEPA გადარიცხვების კრიტერიუმები ძალიან მარტივია და აქვს მხოლოდ ორი მახასიათებელი:

  1. თქვენი ქვეყანა უნდა იყოს SEPA-ს წევრი
  2. SEPA უნდა იყოს ინტეგრირებული როგორც გამგზავნის, ასევე მიმღების ფინანსურ ინსტიტუტებთან

სულ ეს არის!

როგორ შევასრულოთ SEPA ან SEPA Instant გადახდები Paysera-სთან ერთად?

თქვენ არ გჭირდებათ ზედმეტი ქმედებების შესრულება! ყოველ შემთხვევაში, რეგულარული SEPA გადარიცხვისთვის  

როგორც კი თქვენ და მიმღები დააკმაყოფილებთ SEPA გადარიცხვების კრიტერიუმებს, რეგულარული გადარიცხვები, რომლებსაც თქვენ იყენებდით, ავტომატურად კლასიფიცირდება, როგორც SEPA გადარიცხვა.

როდესაც საქმე ეხება SEPA Instant-ს.... ერთადერთი რაც გჭირდებათ ისაა, რომ მონიშნოთ თქვენი გადარიცხვები, როგორც სასწრაფო, მას შემდეგ რაც შეავსებთ გადარიცხვის ფორმას თქვენი Paysera ანგარიშის გამოყენებით. თუ მიმღების ბანკის ანგარიში არ არის SEPA Instant-ის ნაწილი, ოპცია არ გამოჩნდება.

ჯერ არ გაქვთ Paysera ანგარიში?

შექმენით ანგარიში ახლა, უფასოდ!