ანგარიშის მომსახურება და ვერიფიკაცია ფიზიკური პირებისთვის

მომსახურება ტარიფი
მულტისავალუტო ანგარიშის გახსნა დისტანციურად უფასო
ანგარიშის გახსნა ან დახურვა (მხოლოდ ლიეტუვისთვის) 10  EUR (გარდა პეისერა ბანკი საქართველოს მომხმარებლებისა)
ანგარიშის მომსახურების საკომისიო უფასო
უმოძრაო ანგარიშის საკომისიო* 2 EUR /ყოველთვიური - Paysera ქსელის სხვა პარტნიორებისთვის, ხოლო პესიერა ბანკი საქართველო - 2.00 GEL
თანხის გადარიცხვა/ ანგარიშის ადმინისტრირება გარდაცვლილი მომხმარებლისთვის 10 EUR (პეისერა ბანკ საქართველოს მომხმარებლებისთვის - უფასო
* თუ კლიენტი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ გაივლის ავტორიზაციას სისტემაში/არ შევა საკუთარ პროფილზე და არ შეასრულებს გადახდის ოპერაციას, Paysera მიიჩნევს, რომ სისტემაში არსებული პროფილი და ანგარი(ებ)ში არ გამოიყენება (უმოძრაოა). თუ პროფილი და ანგარიშ(ებ)ი უმოძრაოა და ანგარიშებზე არ არის ფულადი სახსრები, Paysera-ს უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშეკრულება და დახუროს პროფილი და ანგარიშ(ებ)ი, უმოძრაო პროფილისა და ანგარიშების შესახებ კლიენტისთვის 30 დღით ადრე გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე. თუ ერთ უმოძრაო ანგარიშზე მაინც განთავსებულია ფულადი სახსრები, Paysera არ დახურავს პროფილს და შეუძლია დახუროს მხოლოდ ანგარიში, რომელზედაც არ არის თანხა. თუ კლიენტის პროფილი და ანგარიშ(ებ)ი მასზე არსებული ფულადი სახსრებით დარჩება უმოძრაო ორი წლის განმავლობაში, Paysera იწყებს საკომისიოს დარიცხვას უმოძრაო პროფილისა და იმ Paysera ანგარიშ(ებ)ის ადმინისტრირებისათვის, რომელზედაც განთავსებულია ფულადი სახსრები.

მომხმარებლის იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია

მომხმარებლის იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცესის გავლა აუცილებელია, რათა შეძლოთ Paysera ევროპული ანგარიშის სრული მომსახურების მიღება.

მომხმარებლის იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცედურის გავლის ტიპი აუცილებელი დოკუმენტაცია
მომხმარებლის იდენტიფიკავია/ვერიფიკაცია პეისერას ფილიალში (შესაძლებელია მხოლოდ საქართველოსა და ლიეტუვაში) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ID ბარათი ან საერთაშორისო პასპორტი)
მომხმარებლის ელექტრონული იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცესის გავლა Paysera სისტემის მეშვეობით პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ID ბარათი ან საერთაშორისო პასპორტი)
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბანკი მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და მომსახურებას ახორციელებს რისკზე დაფუძნებული მიდგომის, ასევე "იცნობდე შენს კლიენტს" პრინციპის საფუძველზე. აქედან გამომდინარე ანგარიშის გახსნამდე შესაძლოა, ბანკმა მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა.



ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, ანგარიშზე არსებული სახსრები გადაირიცხება მომხმარებლის მიერ მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე ან შესაძლებლია მომხმარებლის მიერ მისი განაღდება ბანკის ფილიალში.