ხშირად დასმული კითხვები

Paysera მუდმივად მუშაობს რთული პროცესის გასამარტივებლად და ძვირადღირებული მომსახურების გასაიაფებლად. ვიმედოვნებთ, აქ იხილავთ პასუხებს თქვენს კითხვებზე.

გაიგეთ მეტი
#

საგადახდო ბარათის შესახებ

ამჟამად ევროპული Visa ბარათის შეკვეთა შეუძლია Paysera-ს ყველა მომხმარებელს, რომელსაც სრულად აქვს გავლილი იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცესი, არის სულ მცირე 18 წლის და წარმოადგენს EU/EEA-ის რეზიდენტს ან ფლობს ბინადრობის ნებართვას.
ერთ პირზე 5 ბარათის გაცემაა შესაძლებელი. დამატებითი ბარათის მფლობელი უნდა იყოს სულ მცირე 14 წლის. დამატებითი ბარათის მფლობელი განკარგავს თანხებს Visa ძირითადი საგადახდო ბარათიდან და მასზე მოქმედებს ანალოგიური შეზღუდვები. ბიზნეს ბარათის შეკვეთის შემთხვევაში უნდა მიეთითოს იმ ფიზიკური პირის (კომპანიის წარმომადგენლის) "მომხმარებლის სახელი" (ელ.ფოსტის მისამართი ან ტელეფონის ნომერი), ვის სახელზეც დამზადდება ბართი.

ბარათი გაიცემა და მიეწოდება მხოლოდ EEA-ის (ევროპის ეკონომიკური არეალი) ქვეყნებში.
 

იხილეთ ვიდეო, "როგორ შევუკვეთო Visa ბარათი?"

ბარათის მიწოდება ხდება რეგისტრირებულ ან არარეგისტრირებულ მისამართზე, კურიერის დახმარებით. თუ მისამართის მითითებისას, სისტემა მისამართს ავტომატურად ვერ ამოიცნობს, გთხოვთ, გადაამოწმოთ მითითებული მისამართი და დაადასტურეთ იგი. არასწორი მისამართის მითითების შემთხვევაში, ვერ შევძლებთ ბარათის მოწოდებას და მოგიწევთ ბარათის ხელახლა შეკვეთა. ბარათის შეკვეთის დადასტურების შემთხვევაში ანგარიშზე გამოგიჩნდებათ ბარათის მიწოდების სავარაუდო დრო. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბარათის მოწოდებას შესაძლოა მითითებულზე მეტი დრო დასჭირდეს, საკურიერო მომსახურების შესაძლო შეფერხების გამო. ბარათის მიღების შემდეგ, აუცილებელია მისი გააქტიურება. ბარათის გააქტიურება უნდა მოხდეს მისი შეკვეთიდან 3 თვის განმავლობაში.
 

იხილეთ ვიდეო, "როგორ გავააქტიურო Visa ბარათი?"

თუ ბარათი დაკარგეთ და გსურთ მისი დროებითი დაბლოკვა, გაიარეთ ავტორიზაცია თქვენს ანგარიშზე, შედით ანგარიშებსა და ბარათებში > საგადახდო ბარათები > აირჩიეთ ბარათი> დროებითი დაბლოკვა/ გაუქმება > დროებითი დაბლოკვა. მოგვიანებით თავად შეძლებთ თქვენი ბარათის განბლოკვას.
თუ გადაწყვეტთ დროებით თქვენი ბარათის გაუქმებას, გაიარეთ ავტორიზაცია ინტერნეტ ბანკში, აირჩიეთ ანგარიშები და ბარათები > საგადახდო ბარათები > აირჩიეთ ბარათის დროებითი დაბლოკვა/ გაუქმება > ბარათის გაუქმება. ბარათის გაუქმება უფასოა და სრულდება მომენტალურად.
 

იხილეთ ვიდეო "როგორ დავბლოკო Visa ბარათი Paysera მობაილ ბანკის გამოყენებით?"

სამწუხაროდ თქვენ არ შეგიძლიათ თქვენი Visa ბარათის PIN-ის შეცვლა. თუ დაგავიწყდათ PIN, გაიარეთ ავტორიზაცია ინტერნეტ ბანკში, აირჩიეთ ანგარიშები და ბარათები > საგადახდო ბარათები> აირჩიეთ ბარათი PIN-ის მიღება.
 

იხილეთ ვიდეო "როგორ გამოვიყენო Visa ბარათის PIN Reminder?"

ამჟამად ევროპული Visa ბარათის ძირითადი ვალუტა არის ევრო, ასე რომ ყველა ოპერაცია სრულდება ევროში, ასევე თანხები ჩამოგეჭრებათ ევროში. თუ ანგარიშზე არსებული თანხა ევროსგან განსხვავებულ ვალუტაშია, გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ტრანზაქციის შესრულებისას თანხები ავტომატურად კონვერტირდება ძირითად ვალუტაში - ევროში. როდესაც ანაღდებთ თანხას ევროში, აირჩიეთ " დამუშავება კონვერტაციის გარეშე", რათა თავი აარიდოთ დამატებით საკომისიოებს ვალუტის კონვერტაციისთვის. ევროპული Visa ბარათით შეგიძლიათ გადაიხადოთ და გაანაღდოთ თანხა სხვა ვალუტებშიც, გაითვალისწინეთ, რომ ვალუტის კონვერტაციისთვის დაგეკისრებათ დამატებითი საკომისიოები.

ევროპული Visa ბარათების ყველა საკომისიო გადასახადი შეგიძლიათ იხილოთ აქ

ანგარიშები და გადახდები

Paysera სისტემაში დარეგისტრირება შეგიძლიათ უფასო Paysera მობილური აპლიკაციის გამოყენებით, რომლის მარტივად ჩამოტვირთვაც შესაძლებელია Google Pla -ს ან App Store -ის გამოყენებით. გახსენით აპლიკაცია და დააჭირეთ "ანგარიშის შექმნას", შეიყვანეთ თქვენი მობილურის ნომერი და შექმენით პაროლი, გაეცანით და დაეთანხმეთ საგადახდო მომსახურების გენერალურ ხელშეკრულებისა და სხვა ხელშეკრულებების პირობებს. დააჭირეთ "ანგარიშის შექმნას" კიდევ ერთხელ. თქვენ მიიღებთ ერთჯერად უსაფრთხოების კოდს თქვენს მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე და მიჰყევით ინსტრუქციას.
 

იხილეთ ვიდეო "როგორ გავხსნა Paysera ევროპული ანგარიში?"

იმისათვის რომ გახსნათ კორპორატიული (ბიზნეს) ანგარიში, თქვენ უნდა გახსნათ Paysera-ს პერსონალური ანგარიში, როგორც კომპანიის დირექტორმა და გაიარეთ იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცედურა. ინსტრუქცია იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცესის გასავლელად იხილეთ აქ.
როგორ გავხსნათ ბიზნეს ევროპული ანგარიში?
1. გაიარეთ ავტორიზაცია პერსონალურ ანგარიშზე, დააჭირეთ თქვენს სახელსა და მომხმარებლის ID-ს, ჩამოშალეთ მენიუ, დააჭირეთ " ბიზნეს ანგარიშის გახსნას".
2. აირჩიეთ ქვეყანა, სადაც კომპანიაა რეგისტრირებული, შეიყვანეთ კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი და დააჭირეთ "შემოწმებას". ანგარიში გაიხსნება თქვენი კომპანიისთვის. თუ კომპანიის რეგისტრაციის ქვეყანა არ არის ჩამონათვალში, აირჩიეთ "სხვა ქვეყანა" და წარმოადგინეთ მოთხოვნილი დოკუმენტები.
გაიარეთ ავტორიზაცია თქვენს ინტერნეტ ბანკში, აირჩიეთ ანგარიშები და ბარათები > ანგარიშის შევსება. გთხოვთ, აირჩიოთ შესაბამისი მონაცემები:
  • ანგარიში, რომელზეც გსურთ თანხის მიღება;
  • ქვეყანა, საიდანაც სრულდება თანხის გადმორიცხვა;
  • ვალუტა;
დააჭირეთ: ინსტრუქციის განახლებას. აირჩიეთ სასურველი მეთოდი და დააგენერირეთ ჩარიცხვის რეკვიზიტები.

ანგარიშის შევსებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ
იმისთვის, რომ სხვა ბანკში გადარიცხოთ თანხა Paysera ანგარიშიდან, გაიარეთ ავტორიზაცია ინტერნეტ ბანკში. მენიუს მარცხნივ აირჩიეთ გადარიცხვები > საბანკო გადარიცხვა.
გადარიცხვის შესასრულებლად, შეიყვანეთ მოთხოვნილი მონაცემები. გირჩევთ თავდაპირველად შეიყვანოთ მიმღების ანგარიშის ნომერი, რადგან გადარიცხვის ფორმა დინამიურია. მონაცემების შეყვანის შემდგომ, დააჭირეთ "გაგრძელებას ". დავალების ფორმირების შემდეგ, გადაამოწმეთ მონაცემები და დააჭირეთ “დადასტურებას".

იხილეთ დამატებითი ინფორმაცია გადარიცხვების შესახებ
ანგარიშების მარტივად სამართავად და ტრანზაქციების შესასრულებლად შეგიძლიათ მიანიჭოთ წვდომები თქვენთვის სასურველ პირს/პირებს. აუცილებელია, რომ აღნიშნული პირები რეგისტირებულნი და იდენტიფიცირებულნი იყვნენ Paysera-ს სისტემაში. ანგარიშის გაზიარებისას გთხოვთ აირჩიოთ შესაბამისი უფლებები, რომელსაც მიანიჭებთ სასურველ პირს: ტრანზაქციების სრულად შესრულება შესაბამისი ლიმიტის ფარგლებში; ტრანზაქციების შექმნა შესაბამისი ლიმიტის ფარგლებში; ტრანზაქციების დამოწმება/დადასტურება ერთი პირის მიერ; ტრანზაქციების დამოწმება/დადასტურება რამოდენიმე პირის მიერ, რაც ნიშნავს რომ აღნიშნული პირები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვერ შეასრულებენ ტრანზაქციას. შეგიძლიათ დააწესოთ ტრანზაქციის კონკრეტული ლიმიტები დამატებითი მომხმარებლისთვის კონკრეტულ ანგარიშზე: ყოველდღიური; ყოველთვიური; ყოველწლიური.
ანგარიშის გაზიარებისათვის გთხოვთ, შეხვიდეთ ინეტერნეტ ბანკში, აირჩიეთ პარამეტრები > ლიმიტები, უფლებები, წვდომები > უფლებები და გადარიცხვის ლიმიტები, დააჭირეთ ღილაკს, "შექმენით ახალი დაშვებები". მობილური აპლიკაციის მეშვეობით უფლებების მისაცემად გაიარეთ ავტორიზაცია აპლიკაციაში > გადადით პარამეტრებში > ანგარიშები > აირჩიეთ სასურველი ანგარიში > ნებართვები > დააჭილრეთ ღილაკს "ნებართვის შექმნა" > აირჩიეთ მომხმარებელი და მიანიჭეთ შესაბამისი უფლებები. მინიჭებული უფლებები და ლიმიტები გააქტიურდება 12 საათის შემდეგ.

როგორ მივანიჭო ანგარიში სხვა პირს Paysera-ში?



იხილეთ დამატებითი ინფორმაცია
სულ მალე მობილური აპლიკაციით საქართველოშიც შეძლებთ მომსახურებისა და საქონლის შეძენს მრავალ ობიექტში. გადახდა სრულდება QR კოდის მეშვეობით.

იხილეთ რუკა იმ ადგილებისთვის, სადაც შესაძლებელია გადახდა
მეტი ინფორმაცია Paysera-ს მომსახურებების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ.

უსაფრთხოების უმაღლესი დონე

უსაფრთხოება Paysera-ს უპირველესი პრიორიტეტია. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ გამოვიყენოთ პროგრამული უზრუნველყოფა, ტექნოლოგიები და მონიტორინგის სისტემები, რომლებიც აკმაყოფილებს უმაღლეს სტანდარტებს, რითაც უზრუნველვყოფთ თქვენი ფინანსების, მონაცემებისა და გადარიცხვების დაცვას - 24/7-ზე.